კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ
  • მონაცემთა ბაზების საფუძვლების გააზრება
  • SQL Server-ის ძირითადი შესაძლებლობების გამოყენება
  • SELECT query-ების დაწერა
  • JOIN ოპერაციების გამოყენება
  • GROUP BY-ის გამოყენება მონაცემების დაჯგუფებისთვის
  • Functions-ის გამოყენება მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისთვის
  • SQL query-ების დამოუკიდებლად წერა
  • მონაცემთა ბაზასთან მუშაობა
ინსტრუქტორი
გუგა ტეფნაძე
Quality Engeneer (Test Automation Engeneer)

ვარ IT  ტექნოლოგიებით გატაცებული ადამიანი, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება Java-ში, Test Automation-ში, SQL Server-ში, Elasticsearch-ში და თანამედროვე ტესტირების ინსტრუმენტებში, როგორიცაა Selenium, Selenide და Playwright. ყოველდღიურად ვმუშაობ რეალურ პროექტებზე, ვქმნი ავტომატიზაციის გადაწყვეტილებებს და მუდმივად ვიძიებ ახალ ტექნოლოგიებსა და ეფექტურ მიდგომებს.

პარალელურად, ვარ ტრენერი და მენტორი, რომელიც ცოდნის გაზიარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ვატარებ პრაქტიკულ კურსებს Web Test Automation-ის მიმართულებით, სადაც სტუდენტებს ვეხმარები არა მხოლოდ თეორიის, არამედ რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო უნარების განვითარებაში. ჩემი მიზანია ტექნიკური ცოდნის მარტივად, გასაგებად და პრაქტიკულად გადაცემა, რათა სწავლა იყოს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული

472 ₾ 590 ₾

მითითებული ფასი გათვლილია ერთ თვეზე

კურსის აღწერა
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მონაცემთა ბაზების საფუძვლებს და SQL Server-ის ძირითად შესაძლებლობებს. გაეცნობიან SELECT, JOIN, GROUP BY და Functions-ის გამოყენებას მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისთვის.