HTML, CSS & JavaScript დამწყებთათვის

  • 1 (ინდივიდუალური) სტუდენტი
  • 3 თვე


კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ
  • HTML-ის გამოყენებით სრულფასოვანი ვებ გვერდების აწყობა
  • CSS-ით ვებ გვერდების დიზაინისა და განლაგების შექმნა
  • Responsive დიზაინის გაკეთება სხვადასხვა მოწყობილობისთვის
  • JavaScript-ის გამოყენებით ინტერაქტიული ფუნქციების დამატება
  • ფორმებთან, ღილაკებთან და მომხმარებლის მოქმედებებთან მუშაობა
  • მცირე პროექტებისა და ლენდინგ გვერდების დამოუკიდებლად შექმნა
წინასწარი მოთხოვნები
  • კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება
  • ტექნოლოგიებისა და დიზაინის მიმართ ინტერესი
  • პრაქტიკული დავალებების შესრულების სურვილი
უპირატესობად ჩაითვლება
  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
ინსტრუქტორი
გიორგი გვაზავა
ვებ დეველოპერი

ვებ დეველოპერი, რომელსაც ყოველდღიური გამოცდილება აქვს ვებ პროექტების შექმნასა და განვითარებაში.

დამწყებ სტუდენტებს ვასწავლი HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს — ტექნოლოგიებს, რომლებიც ვებ პროგრამირების მყარ საფუძველს ქმნის.

სწავლების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ პრაქტიკულ დავალებებს და რეალურ მაგალითებს. ჩემი მიზანია, სტუდენტებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ და დამოუკიდებლად შეძლონ თანამედროვე, ფუნქციური ვებგვერდების შექმნა.

720 ₾ 900 ₾

მითითებული ფასი გათვლილია ერთ თვეზე

კურსის აღწერა
HTML, CSS და JavaScript-ის კურსი დამწყებთათვის შექმნილია მათთვის, ვისაც ვებ პროგრამირების სწავლა ნულიდან სურს. მოსწავლეები ეტაპობრივად ისწავლიან ვებ გვერდების აწყობას, დიზაინის შექმნას და გვერდებისთვის ინტერაქტიული ფუნქციების დამატებას. კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულია და მოიცავს რეალურ დავალებებსა და პროექტებს.