კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ
  • HTML-ის გამოყენებით ვებგვერდის სტრუქტურის შექმნა
  • CSS-ის დახმარებით დიზაინისა და სტილების გამართვა
  • ტექსტების, სურათებისა და სხვადასხვა კომპონენტის სწორად განლაგება
  • Responsive დიზაინის საფუძვლების გამოყენება
  • თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებული ვებგვერდების აწყობა
ინსტრუქტორი
გიორგი ასანიძე
დეველოპერი / ასოცირებული პარტნიორი

მე ვარ გიორგი ასანიძე, Front-end დეველოპერი/ასოცირებული პარტნიორი. 2019 წლიდან ვმუშაობ TBC-ში, სადაც ჩართული ვარ Front-end სისტემების განვითარებაში.

მაქვს გამოცდილება, Angular-ისა და თანამედროვე ვებტექნოლოგიების გამოყენებით რთული და მასშტაბირებადი აპლიკაციების შექმნაში. აქტიურად ვარ ჩართული მენტორობასა და საგანმანათლებლო პროცესებში, სადაც ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას ვუზიარებ სტუდენტებსა და დეველოპერებს.

472 ₾ 590 ₾

მითითებული ფასი გათვლილია ერთ თვეზე

კურსის აღწერა
კურსი მოიცავს ვებგვერდების შექმნის საფუძვლებს HTML-ისა და CSS-ის გამოყენებით. სტუდენტები ისწავლიან ვებგვერდის სტრუქტურის აწყობას, დიზაინის შექმნას და თანამედროვე, ვიზუალურად გამართული გვერდების დამზადებას.