კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ
  • Java-ის საფუძვლების გააზრება
  • ცვლადებთან მუშაობა
  • პირობებისა და ციკლების გამოყენება
  • მეთოდების შექმნა და გამოყენება
  • OOP-ის საფუძვლების გაცნობა
  • მარტივი Java პროგრამების შექმნა
  • ლოგიკური ამოცანების გადაწყვეტა
ინსტრუქტორი
გუგა ტეფნაძე
Quality Engeneer (Test Automation Engeneer)

ვარ IT  ტექნოლოგიებით გატაცებული ადამიანი, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება Java-ში, Test Automation-ში, SQL Server-ში, Elasticsearch-ში და თანამედროვე ტესტირების ინსტრუმენტებში, როგორიცაა Selenium, Selenide და Playwright. ყოველდღიურად ვმუშაობ რეალურ პროექტებზე, ვქმნი ავტომატიზაციის გადაწყვეტილებებს და მუდმივად ვიძიებ ახალ ტექნოლოგიებსა და ეფექტურ მიდგომებს.

პარალელურად, ვარ ტრენერი და მენტორი, რომელიც ცოდნის გაზიარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ვატარებ პრაქტიკულ კურსებს Web Test Automation-ის მიმართულებით, სადაც სტუდენტებს ვეხმარები არა მხოლოდ თეორიის, არამედ რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო უნარების განვითარებაში. ჩემი მიზანია ტექნიკური ცოდნის მარტივად, გასაგებად და პრაქტიკულად გადაცემა, რათა სწავლა იყოს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული

472 ₾ 590 ₾

მითითებული ფასი გათვლილია ერთ თვეზე

კურსის აღწერა
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან Java-ის საფუძვლებს, ცვლადებს, პირობებს, ციკლებს, მეთოდებსა და OOP-ის ძირითად პრინციპებს. პრაქტიკული დავალებების საშუალებით შექმნიან მარტივ პროგრამებს და განივითარებენ ლოგიკურ აზროვნებას.