ვებ დეველოპერი, რომელსაც ყოველდღიური გამოცდილება აქვს ვებ პროექტების შექმნასა და განვითარებაში.
დამწყებ სტუდენტებს ვასწავლი HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს — ტექნოლოგიებს, რომლებიც ვებ პროგრამირების მყარ საფუძველს ქმნის.
სწავლების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ პრაქტიკულ დავალებებს და რეალურ მაგალითებს. ჩემი მიზანია, სტუდენტებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ და დამოუკიდებლად შეძლონ თანამედროვე, ფუნქციური ვებგვერდების შექმნა.