კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ
  • HTML-ის გამოყენებით ვებგვერდის სტრუქტურის შექმნა
  • CSS-ის დახმარებით თანამედროვე და Responsive დიზაინის აწყობა
  • JavaScript-ის გამოყენებით ვებგვერდზე დინამიკური ფუნქციების დამატება
  • ინტერაქტიული ელემენტებისა და ფუნქციების შექმნა
წინასწარი მოთხოვნები
ინსტრუქტორი
გიორგი ასანიძე
დეველოპერი / ასოცირებული პარტნიორი

მე ვარ გიორგი ასანიძე, Front-end დეველოპერი/ასოცირებული პარტნიორი. 2019 წლიდან ვმუშაობ TBC-ში, სადაც ჩართული ვარ Front-end სისტემების განვითარებაში.

მაქვს გამოცდილება, Angular-ისა და თანამედროვე ვებტექნოლოგიების გამოყენებით რთული და მასშტაბირებადი აპლიკაციების შექმნაში. აქტიურად ვარ ჩართული მენტორობასა და საგანმანათლებლო პროცესებში, სადაც ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას ვუზიარებ სტუდენტებსა და დეველოპერებს.

560 ₾ 700 ₾

მითითებული ფასი გათვლილია ერთ თვეზე

კურსის აღწერა
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს Front-end განვითარების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. სწავლება იწყება HTML-ისა და CSS-ის საფუძვლებიდან და ეტაპობრივად გადადის JavaScript-ის გამოყენებით ინტერაქტიული და დინამიკური ვებაპლიკაციების შექმნაზე.