კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ
  • Java-ის Advanced კონცეფციების სიღრმისეული გააზრება
  • OOP პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება
  • Collections Framework-თან მუშაობა
  • Exception Handling-ის გამოყენება
  • Streams API-ის გამოყენება
  • File Handling-ის გამოყენება
  • Multithreading-ის საფუძვლებისა და პრაქტიკული გამოყენების გააზრება
  • საშუალო სირთულის GUI აპლიკაციების შექმნა Java-ში
წინასწარი მოთხოვნები
ინსტრუქტორი
გუგა ტეფნაძე
Quality Engeneer (Test Automation Engeneer)

ვარ IT  ტექნოლოგიებით გატაცებული ადამიანი, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება Java-ში, Test Automation-ში, SQL Server-ში, Elasticsearch-ში და თანამედროვე ტესტირების ინსტრუმენტებში, როგორიცაა Selenium, Selenide და Playwright. ყოველდღიურად ვმუშაობ რეალურ პროექტებზე, ვქმნი ავტომატიზაციის გადაწყვეტილებებს და მუდმივად ვიძიებ ახალ ტექნოლოგიებსა და ეფექტურ მიდგომებს.

პარალელურად, ვარ ტრენერი და მენტორი, რომელიც ცოდნის გაზიარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ვატარებ პრაქტიკულ კურსებს Web Test Automation-ის მიმართულებით, სადაც სტუდენტებს ვეხმარები არა მხოლოდ თეორიის, არამედ რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო უნარების განვითარებაში. ჩემი მიზანია ტექნიკური ცოდნის მარტივად, გასაგებად და პრაქტიკულად გადაცემა, რათა სწავლა იყოს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული

560 ₾ 700 ₾

მითითებული ფასი გათვლილია ერთ თვეზე

კურსის აღწერა
კურსის ფარგლებში სტუდენტები სიღრმისეულად შეისწავლიან Java-ის Advanced კონცეფციებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა OOP პრინციპებს, Collections Framework-ს, Exception Handling-ს, Streams-ს, File Handling-სა და Multithreading-ის პრაქტიკულ გამოყენებას.